საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 38%-ით გაიზრდა – რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ?

საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 38%-ით გაიზრდა – რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ?

მარტში საქართველოს დერეფანში სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა. გასულ თვეში საქართველოს გზებით 44 428 სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა. მათ მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა 15.5 მლნ ლარია.

გზათსარგებლობის საფასური / 2023 წლის იანვარ-მარტი

იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
თებერვალი – 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
მარტი – 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი

2023 წლის I კვარტალში საქართველოს დერეფანით 113 032 სატრანზიტო სატვირთომ ისარგებლა. მათ მიერ ბიუჯეტში გზათსარგებლობისთვის გადახდილი თანხა 39.56 მლნ ლარია.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წლიურად, დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 37.8%-ით, მიღებული შემოსავალი კი, 141%-ით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

აპრილში საქართველოში 1.5%-იანი წლიური ინფლაცია იყო

საქართველოში წლიური ინფლაციის ტემპი დაჩქარდა – საქსტატის თანახმად, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 1.5% შეადგინა, რაც ბოლო რაც ბოლო 11 თვის განმავლობაში ინფლაციის…
აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

აქტიურად ვავითარებთ სატრანსპორტო ქსელს სხვადასხვა პროექტებით – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელი აქტიურად ვითარდება სხვადასხვა პროექტებით. ამის შესახებ დავითაშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე…
საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ შეხვედრაზე

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…